პროექტები





ინტეგრირებული პროექტი- "XVII საუკუნის ისტორიული რეალობა ქართულ მწერლობაში"
                                                                      2014 წელი








პროექტის მიზნები:

  • ისტორიული  ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება                                     

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

  • შემოქმედებითი უნარების განვითარება

  • პრეზენტაციის მომზადება

  • ბროშურების დამზადება

  • უცხო ენის უნარების (Writing) გაუმჯობესება და პრაქტიკაში გამოყენება.

  • არამხატვრული ტექსტის (ისტორიული მიმოხილვის) თარგმნის გამოცდილების შეძენა.

  • ინგლისურენოვანი ბროშურის მომზადება.






                           ინტეგრირებული პროექტი-  "ძამას ხეობის ტაო-კლარჯეთი"
                                                                        2015 წელი








პროექტის მიზნები:
  • საქართველოს ისტორიის აღნიშნული პერიოდის შესწავლა
  • მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება
  • საგანთა შორის ინტეგრირება
  • შემოქმედებითი უნარების განვითარება
  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება
  • საკონფერენციო თემის მომზადება და წარდგენა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე.

რომელმაც ეროვნულ სასწავლო კონფერენციაზე პირველი ადგილი დაიმსახურა.




2017 წელი

არის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მოიცავდა შემდეგ სასწავლო დისციპლინებს: ისტორია, გეოგრაფია. პროექტში მონაწილეობდა 23 კადეტი (XII კლასი) და მიმდინარეობდა 2017 წლის მაისიდან  2017 წლის ოქტომბრამდე. 

პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • ქვემო ქართლის მნიშვნელობა პრეისტორიის შესწავლის საკითხში

  • ეროვნული ფასეულობების  გაცნობა კადეტებისთვის

  • პატრიოტული  გრძნობის გაღვივება

  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

  • ქვემო ქართლის ტურისტული პოტენციალის შესწავლა

  • ქვემო ქართლის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები

  • რეგიონის ეკონომიკურ-გეოგრაფიული მიმოხილვა

  • საკონფერენციო თემის დაწერა და წარდგენა მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებით  კონფერენციაზე  ტურიზმის სექციაში

            
 მოსწავლის მიერ დამუშავებული საკონფერენციო   <<თემა>



ინტეგრირებული პროექტი: - "არა ძალადობას"
2017 წელი






      ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მოიცავდა შემდეგ სასწავლო დისციპლინებს:  სამოქალაქო განათლება, ისტორია, ქართული. პროექტში მონაწილეობდა 23კადეტი( Xკლასი).

პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • ტრეფიკინგის სახეების   და მასთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა

  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

  • პრეზენტაციის მომზადება

  • ბუკლეტის დამზადება





მშობელთა ჩართულობა
              
2017 წელი

  მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში მე და  ჩემი სადამრიგებლო ჯგუფის   (მესამე სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) კადეტ ლუკა ფაჩულიას დედამ - ეკა კატროზიამ, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის „ხვალინდელი დღე“ ჯგუფის წევრი გადავწყვიტეთ ერთობლივად  დაგვეგეგმა და გაგვეხორციელებინა აღნიშნული პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ქართული კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით.  ქალბატონმა ეკამ და მისმა გუნდმა  მათ შორის პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა ჩაატარეს ლექცია იმერეთის უნიკალური მღვიმეების აღმოჩენების შესახებ (ძუძუანას მღვიმე, კოტიას მღვიმე და ა.შ)  კადეტთა კლუბში და უპასუხეს მოსწავლეთა შეკითხვებს.

 პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • მეტი ინფორმაციის მიღება პრეისტორიული ძეგლების მნიშვნელობაზე და დანიშნულებაზე

  • მოსწავლეთა დაინტერესება  უკეთ შეისწავლონ თავიანთი ქვეყნის ისტორია

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

  • მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში







პროექტი  "რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების..."
2019წელი

მშობელთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში  ჩემი სადამრიგებლო ჯგუფის   (პირველი სასწავლო კურსის პირველი სასწავლო ჯგუფი) კადეტ გიორგი ფხაკაძის მამამ - უშანგი ფხაკაძემ,  რომელიც არის ქუთაისის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი, კადეტთა ლიცეუმში    წარმოადგინა სპექტაკლი: „ერთ დღეში დაწერილი ისტორია“,   რომელიც მიზნად ისახავდა შინდისში დაღუპული გმირების  კიდევ ერთხელ გახსენებას საზოგადოებისათვის და კადეტებისათვის პატრიოტული მუხტის გაღვივებას.

პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს უახლეს პერიოდში

  • მეტი ინფორმაციის მიღება 2008 წლის აგვისტოს ომზე,გამომწვევ მიზეზებზე, საერთაშორისო ვითარებასა და შედეგებზე.

  • მოსწავლეთა მოტივაციის გაღვივება, რათა   უკეთ შეისწავლონ თავიანთი ქვეყნის ისტორია

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

  • საგანმანათლებლო ექსკურსია  შინდისის გმირების მემორიალთან.

  • პრეზენტაციის მომზადება და კადეტებისათვის წარდგენა

  • მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში



ინფორმაცია მშობელთა ჩართულობის შესახებ იხილეთ ლიცეუმის FB-გვერდზე:

https://bit.ly/3fILuxC

ექსკურსია შინდისში


 პროექტი: "ომი კულისებს მიღმა"

2019 წელი

     ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით 2019 წლის   23  თებერვალს სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ისტორიის პედაგოგების მიერ ჩატარებული იქნა პროექტი თემაზე: „ომი კულისებს მიღმა“, სადაც დეტალურად იქნა აღწერილი  რუეთ-საქართველოს ურთიერთობები გეორგიევკის ტრაქტატიდან მოყოლებული თანამედროვე ეპოქის ჩათვლით. ყურადღება იქნა გამახვილებული მე-20- 21-ე საუკუნეების გეოპოლიტიკაზე და ამ ჭრილში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე. პროექტს თან ერთვოდა ვიზუალური მასალა (პორტრეტები, რუკები, ვიდეო ფილმები). პროექტში მონაწილეობდა 10 კადეტი( XI- XIIკლასი).


პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

  • მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობის გაღვივება

პროექტის გეგმა >>>

 

ინტეგრირებული პროექტი:

"შენ სიღარიბეს არ იცნობ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა"

2020 წელი



არის ინტეგრირებული პროექტი, რომელიც მოიცავს სამოქალაქო განათლებასა და გეოგრაფიას.

მონაწილეობდა 15 კადეტი (10კლ)

პროექტის მიზნები:

  • მდგრადი სოციალური განვითარების არსის გაგება და გაცნობიერება

  • მოსწავლემ შეძლოს საკითხის გაანალიზება

  • შეადგინოს  სოციალ-ეკონომიკური განვითარების მისეული გეგმა.

  • გადაჭრის გზების ძიება

  • ტოლერანტი  და პასუხიმგებლიანი მოქალაქის  აღზრდა

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება

  • თანამშრომლობითი უნარების განვითარება.

  • პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა

  • ბუკლეტების მომზადება და კადეტებისათვის მისი გაცნობა.

პროექტის გეგმა



 ინტეგრირებული პროექტი- "საქართველოს ისტორიის ბედკრულ ლაბირინთებში"
2022 წელი





პროექტის მიზნები:

  • ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში

  • მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება.

  • პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება

  • საქართველოს ისტორიული წარსულის გაცნობა ლიტერატურულ კონტექსტში.


  






 ინტეგრირებული პროექტი-  ბუნების მცველები

2022 წელი


პროექტის მიზნები:
  • მდგრადი განვითარების არსის გაგება და გაცნობიერება
  • გაანალიზება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ეკოსისტემა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის
  • ინდუსტრიალიზაციის SWOT ანალიზი 
  • მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება
  • პრეზენტაციების მომზადება და ბლოგის შექმნა 
  • ბუნებაში  გასვლითი ღონისძიებები ( ხის დარგვა,  გარემოს დასუფთავება )
  • პრობლემის ასახვა მოსწავლეთა ნამუშევრებში







ინტეგრირებული პროექტი:-"სამეგრელოს ტურისტული პოტენციალი"
2022წელი



პროექტის მიზნები:


1.კადეტები გაეცნობიან და შეისწავლიან სამეგრელოს მხარის ისტორიულ-კულტურულ     ღირსშესანიშნაობებს, რეგიონის როლს ქვეყნის ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებაში;
2.აიმაღლებენ სამოქალაქო ცნობიერებას;
3.განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები:
4. მოხდება პრეზენტაციის წარდგენა;
5.ონლაინ პლათფორმა ,,CANVA“-ს მეშვეობით  საინფორმაციო ბუკლეტების დამზადება ინგლისურ ენაზე და ფრანგულ ენაზე,  განთავსება ბლოგზე.






ინტეგრირებული პროექტი: "ძალა მანდილისა"
2022წელი








პროექტის მიზნები:
ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში
   დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა
სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
საქართველოს ისტორიული წარსულის გაცნობა ლიტერატურულ კონტექსტში;
●      მხატვრული და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარება.










ინტეგრირებული პროექტი:  "ასე იწყებოდა დიდი საქართველო"

08.02.2023წ






პროექტის მიზნები:

        ისტორიული ექსკურსი საქართველოს წარსულში

        მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში

        პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება

         საქართველოს ისტორიული წარსულის გაცნობა

       ლიტერატურულ კონტექსტში;

        მხატვრული და შემოქმედებითი აზროვნების  უნარების განვითარება;









                          პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი
                                                                       27.03.2023წ






       
 
     ყოველწლიურად მარტის თვის ბოლო კვირაში იმართება ფრანკოფონიის დღეები კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, სადაც ჩართული არის სხვადასხვა საგნის მასწავლებლები. მიმდინარე  წელს ფრანკოფონიის კვირეულის დახურვა მოხდა  ისტორიული პროექტით :
"პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი", რომელიც ეძღვნებოდა გენერალ გიორგი კვინიტაძეს.  კადეტებმა გააცოცხლეს ისტორიული ეპოქა  და ახლებურ სტილში- საინფორმაციო გამოშვებისა და რეპორტაჟების სახით წარადგინეს  1918-1921წ. ეპოქა და გენერლის ღვაწლი პირველი რესპუბლიკის თავდაცვის საქმეში.


Комментариев нет:

Отправить комментарий