სხვა აქტივობები

ინტეგრირებული ლექცია თემაზე:"პატრიოტი"

2013წ

 ლექციის მიზნები:

მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, სხვადასხვა ისტორიული და ლიტერატურული გმირების გაცნობა, რომლებიც სამშობლოს უანგაროდ ემსახურებოდნენ.

ლექციის გეგმა>>>

ინტეგრირებული ლექცია თემაზე: "აფხაზეთი....წარსული, აწმყო, მომავალი..."

2013წელი

ლექციის მიზნები:

გეოგრაფია: მოსწავლეებისათვის აფხაზეთის ბუნების, დემოგრაფიული სურათისა და ღირსშესანიშნაობების გაცნობა. ისტორია: მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, აფხაზეთის იტორიის გაცნობა. ქართული: მოსწავლეებისათვის აფხაზური დამწერლობის წარმოშობის ისტორიის გაცნობა.

ლექციის გეგმა>>> აფხაზეთი- ისტორიული მიმოხილვა

პრეზენტაცია>>> ფილმი>>>

ფოტო გალერეა>>>



ისტორიულ ლიტერატურული კომპოზიცია:

2019წელი


" ერთი ტკივილის ორი სახელი კრწანისის ველი და თებერვალი"



ლექციაზე თემაზე:"თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი"

2022 წელი

ლექციის სასწავლო მიზნები:

მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, 25 თებერვლის მოვლენების გაცნობა.


ლექციის მასალები>>>



ინტელექტუალური თამაში რა? სად? როდის?

2019წელი

ინტელექტუალური თამაში ნატო-ევროკავშირის შესახებ, რომელშიც მონაწილეობდა იმერეთის რეგიონის  29 გუნდი.




  მეთოდური მუშაობა 

2021წელი

თემა: "კომპლექსური დავალების დადებითი და უარყოფითი მხარეები"

საპრეზენტაციო მასალა>>>


ისტორიის წრე

ისტორიის წრის მუშაობის ანგარიში>>>


                                             დიაგნოსტიკური წერა

დიაგნოსტიკური წერების ანგარიში>>>



ჩემს მიერ  ლიცეუმში განხორციელებული აქტივობები:

·    2014-2015 წწ. იყო  მიმღებ კომისიაში ნაშრომების გამსწორებელი კომისიის  წევრი.

·  2016-2017 ს/წ იყო საზოგადოებრივი კათედრის გამგე. დირექციის მიერ  დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით იმავე  წელს საზოგადოებრივი კათედრა  დასახელდა საუკეთესო კათედრად და  მის  ხელმძღვანელს გადაეცა სერთიფიკატი.

·         2020წლიდან არის სამეურვეო საბჭოს წევრი. 




       საერთაშორისო კონფერენცია:"შეიმეცნე შენი სამშობლო"

2022წელი

   2021 წელს გაერთიანებული სამეფოს ორგზის ოქროსმედალოსანი ლონდონის პირველი ქართული სკოლის დამფუძნებლისა და ლონდონში ქართულ საქმეთა კოორდინატორის ქ-ნ ლიანა ჯიქია - გოგრიჭიანის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი "შეიმეცნე შენი სამშობლო". პროექტი მოიცავს ათ საერთაშორისო - სამეცნიერო კონფერენციას,  რომელშიც ჩართული არიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ემიგრანტები (აშშ, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ირლანდია), ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლები  (ბოლნისი, სენაკი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი). 

      პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ერთმანეთს დააკავშიროს  საზღვარგარეთ და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები, ისინი გაეცნონ თავის ქვეყნის ისტორიას (არქეოლოგია, ეთნოგრაფია, წყაროები და სხ), ტრადიციას - წეს-ჩვეულებებს, ლიტერატურას და გაუწიოს პოპულარიზაცია საქართველოში მომხდარ დიდ აღმოჩენებსა და მიღწევებს, მეცნიერებსა და შემოქმედ ადამიანებს. კონფერენციის ფარგლებში იმართება ონლაინ ჩართვები, სადაც მოწვეული არიან შესაბამისი დარგის მეცნიერ- თანამშრომლები, რომლებიც კითხულობენ მოხსენებებს სხვადასხვა საკითხებზე, როგორიცაა: საქართველო მიწათმოქმედებისა და ღვინის სამშობლო, საქართველო-  თაფლის უძველესი სამშობლო, საქართველო- ხორბლის სამშობლო, საქართველო- სელის სამშობლო და ა. შ. მოხსენებების შემდეგ პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები პედაგოგების ხელშეწყობით ამუშავებენ მათთვის ორგანიზატორების მიერ მოცემულ თემებს ორი კვირის ვადაში და წარადგენენ კონფერენციაზე. 

        პროექტი, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლავთ ქალბატონი ეკა კარტოზია,  რომელიც არის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ერთ-ერთი კურსდამთავრებულის მშობელი, რომლის ძალისხმევით  ახლახანს  მოხერხდა ჩვენი სასწავლებლის ჩართვა ამ გრძელვადიან პროექტში, რომელიც დასრულდება 2023 წლის აპრილში. კონფერენციაში ჩართული არის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მეათე კლასის რამდენიმე მოსწავლე, რომლებიც 27.11.2022წ. წარადგენენ თემას-"საქართველო სელის სამშობლო".


სრული ინფორმაცია კონფერენციის შესახებ.>>>

       







 პირველი კონფერენცია ატვირთულია You Tube არხზე. დანარჩენებიც პროექტის დასრულებამდე ეტაპობრივად აიტვირთება.

https://youtu.be/lcXrG1uTolA

27.11.2022წ- გაიმართა N 6 კონფერენცია თემაზე:"საქართველო  მიწათმოქმედებისა და მეცხოველეობის სამშობლო", სადაც მოხსენება გააკეთეს ლიცეუმის კადეტებმა.

  კადეტების გამოსვლა კონფერენციაზე.


21.01 2023წ -გაიმართა ლექცია შემდეგ თემაზე:ღმერთები, მითები და ლეგენდები- მითოლოგია, წარმართული ღვთაებები და დღესასწაულები.

ლექცია უძღვებოდნენ: ფოლკლორისტი, ფილოლოგიის დოქტორი ეთერ ინწკირველი და ეთნოლოგი, ხელოვნებათმცოდნე- გიორგი გიგაური.





#7 კონფერენცია გაიმართება 26.02.2023წ . საკონფერენციო თემები ასე გადანაწილდა:











26.02 2023წ. გაიმართა კონფერენცია თემაზე:ღმერთები, მითები და ლეგენდები- მითოლოგია, წარმართული ღვთაებები და დღესასწაულები.

კადეტების გამოსვლა #7 კონფერენციაზე 26.02.2023



#8 კონფერენციის თემაა:" ქართული მედიცინის სათავეებთან"
4.03.2023წ. გაიმართა მორიგი ლექცია თემაზე:"ქართული და ევროპული დნმ კვლევების პარალელები". ლექციებს კითხულობდნენ მკვლევარი- კახაბერ ჭიღლაძე და დოქტორი ეკატერინე სოხაძე.









#9 სამეცნიერო კონფერენცია- თემა: უძველესი ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ისტორიის მიმოხილვა. კონფერენცია გაიმართა 30.04.2023წ.
კონფერენციაზე თემები ასე გადანაწილდა:







2023წ. 11.06 ჩატარდება რიგით #10 კონფერენცია, რომლისთვის მზადება მიმდინარეობს მაისის თვეში.თემები ასე გადანაწილდა:





13.05. ჩატარდა პროფესორ ნიკოლოზ თუშაბრამიშვილის ლექცია თემაზე: "პალეოლითური კულტურა, ხალხთა მიგრაციაები, კულტურული კავშირები, მღვიმეების არქეოლოგია და დიდი აღმოჩენები".
პარალელურად ტარდება ლექციები განვლილი კონფერენციებისა, იმ ორგანიზაციებისა და სკოლებისთვის, ვინც მოგვიანებით ჩაერთო მასში და სურს მოიპოვოს "აიელი რაინდის" წოდება. კადეტთა ლიცეუმი , რომელიც ამ დიდ ოჯახს შეუერთდა მე-6 კონფერენციიდან და სურს ამ ტიტულის მიღება აქტიურად ესწრება ამ ლექციებს, რომლის დასრულებისთანავე იმართება კითხვა-პასუხი და მოსმენილი თემატიკის გაანალიზება.


2023წ. 10-11 ივნისს გაიმართა დასკვნითი #10 კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნა ზემოთ განხილული თემატიკა.


კადეტებმა წარადგინეს ორი თემა:




4.08.2023 საზეიმო დაჯილდოება




4.08.2023წ. გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, კადეტები და მასწავლებლები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და დიპლომებით.

კადეტები ლონდონის საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციაში მიღწეული წარმატებისათვის დაჯილდოვდნენ.
კონფერენციაში მონაწილე 13 კადეტს აიელი რაინდისა და კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ელჩის წოდება მიენიჭათ. ისინი, ღონისძიების ორგანიზატორებისაგან შესაბამისი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდნენ








  პროექტი: "მეცნიერება იწყება სკოლიდან - ჩვენ, როგორც ნორჩი მეცნიერები"

         

 2023წლის ოქტომბერში ლონდონის ქართული სკოლის ინიციატივით დაიწყო ახალი პროექტი:"მეცნიერება იწყება სკოლიდან - ჩვენ,როგორც ნორჩი მეცნიერები" პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს სხვა რაკურსით დაინახონ ისეტი ფუნდამენტალური მეცნიერებები: როგორიცაა ისტორია- ქიმია- ბიოლოგია. აღმოაჩინონ ამ მეცნიერულ მიმართულებათა  კავშირები და გაეცნონ ისეთ სპეციალობებს, როგორებიცაა პალეობოტანიკოსი, არქეოლოგი, რესტავრატორი, ანთროპოლოგი, ქიმიკოსი და დაინახონ კავშირი ქვემოთ ჩამოთვლილ საგნებს შორის.




  პროექტი მოსწავლეებს გააცნობს არა მხოლოდ ახალ მეცნიერებს, არამედ დახურულ ლაბორატორიებში (სადაც განთავსებულია უძველესი ნამარხები, ხელნაწერები, კერამიკის, ლითონისა და სხვა ნივთები) და მათი მუშაობის  სპეციფიკას.მოისმენენ სალექციო კურსს საქართველოსა და მსოფლიოში ჩატარებულ საკონსერვაციო- სარესტავრაციო საქმიანობაზე.ბოლოს იქნება ექსკურსია აწყურში და შემაჯამებელი კონფერენცია.

  პროექტის ფარგლებსი მოსწავლეები ისწავლიან როგორ ხდება ათასწლოვანი ნივთების აღმოჩენა, მათი დამუშავება, კონსერვაცია-რესტავრაცია და შემდეგ სამუზეუმო-საგამოფენო სივრცეებში მათი განთავსება. პროექტში მონაწილეობენ:

პალეობოტანიკოსიპროფ ნანაცრუსიშვილი

არქეოლოგი დოქტორი ნიკოლოზ მურღულია

ხელოვნებათმცოდნე დოქტორი ქეთევან სახვაძე

ქიმიკოსი დოქტორი ირინა გოგინაია

ფილოლოგი დოქტორი ნინო მეგენეიშვილი

რესტავრატორი დოქტორანტი შორენა თავაძე



პროექტში ჩართული არის მეათე და მეთერთემეტე კლასის 5 მოსწავლე:
1. გოლეთიანი ნინი
2. ცინცაძე მარიამი
3.ჭელიძე მარიამი
4. სულაბერიძე ვახტანგი
5. ცქიფურიშვილი ნიკოლოზი


    ყოველ შაბათ დღეს იმართება ლექციები სხვადასხვა თემებზე: "ხორბლის ჯიშები და მათი გავრცელება საქართველოში",  "არქეოლოგიური ძეგლების რესტავრაცია და კონსერვაცია", "არტეფაქტების ბიო-ქიმიური ანალიზი და მათი ასაკის დადგენა, " ვაზი, როგორც კულტურული მემკვიდრეობა", "მსოფლიოს ცნობილი მუზეუმები" და სხვა, სადაც  ესწრებიან მონაწილე მოსწავლეები და ლექციის ბოლოს იმართება კითხვა-პასუხის რეჟიმი. მარტსა და აპრილში კი გაიმართება კონფერენცია.








#1 კონფერენცია -17.03.2024წ








      2023წ. 17 მარტს გაიმართა #1 კონფერენცია, სადაც მონაწილეობა მიიღო შემდეგმა სკოლებმა, რომლებმაც დაამუშავეს და წარადგინეს შემდეგი თემები:
1. ლონდონის  ქართული სკოლა, თემით: "ინგლისელი არქეოლოგები".
2. სენაკის სკოლა-ლიცეუმი, თემით:"ზველი მსოფლიოს ისტორიის მიმოხილვა"
3. ბათუმის სკოლა-"გლობალ გეიტი", თემით: "ქართველი არქეოლოგები"
4. რუსთავის სკოლა"მილენიუმი" , თემით: "რუსთავის ისტორია"
5. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი, თემით:" ხორბალი და ვაზი, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი".

 კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული პროფესორ- მასწავლებლები:















პროექტში მონაწილე დელეგატები და პედაგოგები:









Комментариев нет:

Отправить комментарий